შიგთავსზე გადასვლა
cover

YTONG-ის მცირე წონა ამცირებს დაწოლას კონსტრუქციაზე და საშუალებას გვაძლევს საგრძნობლად დავზოგოთ სახსრები კონსტრუქციის აგებისას. აირბლოკის სიმსუბუქე განაპირობებს მაღალ უსაფრთხოების ფაქტორს სეისმური აქტივობის დროს.

დაჭრილი აირბლოკი ავტოკლავურ ღუმელში თავსდება, სადაც მომდევნო 12 საათის განმავლობაში ხდება აირბლოკის შრობა-გამყარება მაღალ წნევაზე – 190 გრადუსის ტემპერატურაზე. ავტოკლავური მეთოდი გამორიცხავს შრობის პროცესში ბლოკების დეფორმაციასა და ბზარების წარმოქმნას.

იტონგის აირბლოკი იქმნება აირბეტონისგან, რომლის დასამზადებლად გამოიყენება ბუნებრივი და ეკოლოგიურად სუფთა ნედლეული:კვარცული ქვიშა, ცემენტი, კირი, თაბაშირი და წყალი.
• წარმოების სრული პროცესის ხანგრძლივობაა 18 საათი
• მაღალ წნევაზე, ორთქლის ქვეშ, გამოწვის (ავტოკლავირების) პროცესის
ხანგრძლივობაა 12 საათი, რომელიც განსაზღვრავს AAC აირბლოკის უნიკალურ თვისებებს. 

აირბეტონის ბლოკების ზუსტი გეომეტრიული მონაცემები მნიშვნელოვნად ამარტივებს არა მხოლოდ წყობის პროცესს, არამედ შემდგომ შიდა და გარე მოპირკეთებასაც. დაბალი ჰიდროსკოპულობა და კედლის სწორი ზედაპირი გვაძლევს საშუალებას, კაფელი დამატებითი დამუშავების გარეშე დავაგოთ. ერთგვაროვანი სტრუქტურისა და კარგი მზიდი უნარის ხარჯზე მასალა შესანიშნავია სამაგრი სამუშაოების დროს.

YTONG-ის კედლის ბლოკები  ხანძარგამძლეა. ცეცხლის ზემოქმედებისას აირბეტონი არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებსა და აალებად წვეთებს. მას იყენებენ ნებისმიერი კლასის შენობისა და ხანძარსაწინააღმდეგო კედლების მშენებლობისათვის. მასალა შესანიშნავად იჭრება, რაც ასევე ამარტივებს წყობის პროცესს და ყველაზე უჩვეულო პროექტების რეალიზაციის საშუალებას გვთავაზობს.

ენერგოეფექტურობა

  • 5-ჯერ უფრო დაბალი თბოგამტარობის კოეფიციენტი,
    ბეტონის ბლოკთან შედარებით
  • არ საჭიროებს დამატებით თბოსაიზოლაციო მასალას
  • -40% კომუნალურ ხარჯებზე

უპირატესობა

  • Ytong-ის გამოყენებისას მნიშვნელოვნად მცირდება მზიდ კონსტრუქციებსა და ფუნდამენტზე დაწოლა, რაც 10%-12%-ით ამცირებს საჭირო არმატურის რაოდენობას

გეომეტრიული სიზუსტე

-5$ სალესი მასალის ხარჯი 1მ2-ზე

  • იტონგის აირბლოკი უზრუნველყოფს ბლოკებს შორის არსებული დაშორებების
    2მმ-მდე შემცირებას, რაც აუცილებელია ენერგოეფექტურობის შენარჩუნებისთვის. 

ენერგოეფექტურობის რეგულაციებთან შესაბამისობა

  • იტონგის აირბლოკი სრულად აკმაყოფილებს ახალი კანონმდებლობით განსაზღვრულ
    ენერგოეფექტურობის სავალდებულო მოთხოვნებს.

This site is registered on wpml.org as a development site.